„შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 26/02/2025
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016196
70
26/02/2025
ვებგვერდი, 27/02/2025
310020000.55.067.016196
„შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
„შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №70

2025 წლის 26 თებერვალი

ქ. ბათუმი

,,შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №67 ბრძანებით დამტკიცებულ ,,შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესში“ (შემდეგში ,,წესი“) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

ა) წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით:

,,3. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია მუდმივია. სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით და განახლდება ყოველწლიურად.“

ბ) წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

,,10. სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის განახლების მიზნით, სააგენტოს წარედგინება:

ა) უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი განაცხადი;

ბ) სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ინსპექტირების ანგარიში;

გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“

გ) წესის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ბ1“ პუნქტი:

„ბ1) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი