სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1/23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 25/02/2025
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2025
სარეგისტრაციო კოდი
1/23
25/02/2025
ვებგვერდი, 27/02/2025
სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

განკარგულება №1/23

2025 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ

მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, გამოცხადდეს კონკურსი სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

ა) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – 1 საშტატო ერთეული;

ბ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა – 1 საშტატო ერთეული;

გ) ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ადიგენის მუნიციპალიტეტში  1 საშტატო ერთეული;

დ) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ე) ბოლნისის რაიონული სასამართლო მაგისტრატი მოსამართლე დმანისის მუნიციპალიტეტში  1 საშტატო ერთეული;

ვ) ზუგდიდის რაიონული სასამართლო – 1 საშტატო ერთეული;

ზ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – 2 საშტატო ერთეული;

თ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია – 1 საშტატო ერთეული;

ი) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია – 1 საშტატო ერთეული;

კ) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში  1 საშტატო ერთეული;

ლ) სენაკის რაიონული სასამართლო – 1 საშტატო ერთეული;

მ) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში – 1 საშტატო ერთეული;

ნ) ფოთის საქალაქო სასამართლო – 1 საშტატო ერთეული;

ო) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია – 1 საშტატო ერთეული;

პ) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია – 1 საშტატო ერთეული;

ჟ) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე შუახევის მუნიციპალიტეტში  1 საშტატო ერთეული.

2. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის შესარჩევი კონკურსი დაიწყოს და გამოცხადებულ 17 ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიღებულ იქნეს 2025 წლის 26 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით.

3. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ მიეწოდოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ყველა ეროვნულ მაუწყებელს.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი                           საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი