„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27-რს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 26/02/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 430210000.30.056.016121
27-რს
26/02/2025
ვებგვერდი, 26/02/2025
430210000.30.056.016121
„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.

„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge) 12.08.2020,  სარეგისტრაციო კოდი: 430210000.30.056.016088) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლის :

ა) კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) განათლების სისტემაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაფუძნებული დაწესებულება, რომლის დებულებას ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი და რომლის ხელმძღვანელსაც შესაბამისად, ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის მინისტრი;“;

ბ) „მ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) განათლების სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულებები – კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფუძნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ამტკიცებს წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს. ასევე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებზეც სამინისტრო ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;“.

  2. მე-5 მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილება განათლების ხელშეწყობის სფეროში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო):

ა) განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, განათლების ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახორციელებს შესაბამის პროგრამებს;

ბ) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;

გ) ახორციელებს: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების, სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების, სახელოვნებო და არაფორმალური  განათლების, სკოლისგარეშე სასპორტო განათლების, ინკლუზიური განათლების, განათლების ხელმისაწვდომობის  გაზრდის ხელშეწყობის პროგრამებს;

დ) გასცემს გრანტს;

ე) აფუძნებს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შესაბამის სფეროში;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ პირებს;

ზ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის მოთხოვნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო დაწესებულებას მისცეს წერილობითი გაფრთხილება;

თ) სამინისტრო უფლებამოსილია, სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება, თუ დაწესებულება ერთი წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს;

  კ) უფლებამოსილია:

კ.ა) საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე;

კ.ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს;

ლ) ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საქართველოს კანონმდებლობით, ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან კოორდინაციით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. განათლების სფეროს დაფინანსება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების, უმაღლესი, პროფესიული, სკოლამდელი, ზოგადი, სახელოვნებო, სასპორტო, სკოლისგარეშე, არაფორმალური განათლების  პროგრამების ფინანსური მხარდაჭერა.“.


მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე

 

ბათუმი,

26 თებერვალი 2025 წ.

N27-რს