,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 26/02/2025
დოკუმენტის ტიპი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016030
30
26/02/2025
ვებგვერდი, 27/02/2025
080240000.79.092.016030
,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის

ბრძანება №30

2025 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.79.092.016009) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების

1. მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ 1) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის საქმეთა გამოძიების სამმართველო;“.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს I, აღმოსავლეთ საქართველოს II და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის საქმეთა გამოძიების  სამმართველოების ამოცანაა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთა გამოძიება, გარდა ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ დანაშაულებისა, რომელთა გამოძიებაც მიეკუთვნება პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა დეპარტამენტის კომპეტენციას.“.

3. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტში შემავალი აღმოსავლეთ საქართველოს  I სამმართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს II სამმართველოს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის საქმეთა გამოძიების სამმართველოს, კახეთის სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს, აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოსა და ქვემო ქართლის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე