„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 52-20
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017298
52-20
28/02/2025
ვებგვერდი, 04/03/2025
010250050.35.101.017298
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52-20

2025 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 იანვრის №3 განკარგულების  შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 28/01/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016675) მე-2 მუხლით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დებულებაში და დებულების:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) გზებზე, საგზაო ნაგებობებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებსა და რკინიგზის გადასასვლელებზე ჩასატარებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმება;“.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,დ1“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ​​1) საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმების სამსახური;

ე) სატრანსპორტო ნაკადების მართვის სამსახური;“;

ბ) მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სპეციალური დაცული სადგომების მართვის სამსახური“;

გ) მე-2 პუნქტის „რ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-8 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 41 პუნქტის პრეამბულა, „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმების სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) გზებზე, საგზაო ნაგებობებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებსა და რკინიგზის გადასასვლელებზე ჩასატარებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებითი საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმება ან/და შესათანხმებლად წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან;

ბ) მშენებლობის ნებართვის არქიტექტურული პროექტების შეთანხმებისას ჩასატარებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებითი საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმება ან/და შესათანხმებლად წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან;“;

გ) 41 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) 41 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად ხაზობრივი ნაგებობის განთავსებასთან დაკავშირებით სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თანხმობის საკითხის განხილვა, შესაბამისი დოკუმენტის/ოქმის შედგენა, სამუშაოების წარმოებისთვის პირობების/შეზღუდვების განსაზღვრა;“;

ვ) 41 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ პუნქტი:

„თ1) კომპეტენციის ფარგლებში AutoCAD-ის და გისის პროგრამებში პროექტების შემუშავება;“;

ზ) მე-5 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სატრანსპორტო ნაკადების მართვის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:“;

ვ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სპეციალური დაცული სადგომების მართვის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) სააგენტოს სპეციალური დაცული სადგომების 24/7 ფუნქციონირებაზე, მოვლასა და შენახვაზე კონტროლი და აღნიშნული ფუნქციის განსახორციელებლად შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა;

ბ) სპეციალურ დაცულ სადგომებზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მიღება; სპეციალურ დაცულ სადგომებზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების მისი მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნება თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე და ამ დოკუმენტების შენახვა;

გ) თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომებზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდაზე კონტროლი და ამ ინფორმაციის ასახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონულ სისტემაში;

დ) სპეციალურ დაცულ სადგომებზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ სათანადო ინფორმაციის ასახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონულ სისტემაში;

ე) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.“;

თ) 171 პუნქტი ამოღებულ იქნას.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე სააგენტოს მიერ მომზადებული დროებითი საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების მიმართ საჭირო კორექტირების შეტანის თაობაზე მიმართვის შემთხვევაში, სააგენტომ ამ დადგენილების ამოქმედებამდე დადგენილი წესით განახორციელოს ცვლილება. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე