დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.109.016439 |
|
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 24/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.109.016427) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
„1. მოსახლეობის სამედიცინო დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს წელიწადში არაუმეტეს 2-ჯერ, გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა. დახმარებაში იგულისხმება დაუფინანსებელი ნაწილის (პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის) თანადაფინანსება; (არ ფინანსდება სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა, საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა, ესთეთიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა, უშვილობის მკურნალობა (მათ შორის, ხელოვნური განაყოფიერება)).“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებებით დაფინანსება 50%-ით წელიწადში 2-ჯერ, არაუმეტეს 2 000 ლარისა.“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იშვიათი დაავადების ,,ცისტური ფიბროზის“ (მუკოვისციდოზი) მქონე მოქალაქის დაფინანსება 3600 ლარის ოდენობით (900 ლარი კვარტალურად). გ.ა) დაფინანსების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: გ.ა.ა) განცხადება; გ.ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ.ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); გ.ა.დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი; გ.ა.ე) საბანკო ანგარიში; გ.ა.ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები