ქალაქ გარდაბანში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

ქალაქ გარდაბანში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016009
20
28/02/2025
ვებგვერდი, 06/03/2025
000000000.00.161.016009
ქალაქ გარდაბანში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №20

2025 წლის 28 თებერვალი

ქ. გარდაბანი

ქალაქ გარდაბანში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №18744 წერილის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1

განხორციელდეს ქალაქ გარდაბანში, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) სახელდება, არაბული ციფრების გამოყენებით, დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2

ქალაქ გარდაბანში, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით დამისამართება განხორციელდეს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 29 იანვრის №18744 წერილით წარმოდგენილი გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკის, დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 3

განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.

მუხლი 4

განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

მუხლი 5

განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

მუხლი 6

განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მუხლი 7

განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი ბოსტანქალაქის ქუჩა №6 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                      მიხეილ გედეხაური