„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ნომერი 1063
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.017548
1063
10/03/2025
ვებგვერდი, 10/03/2025
040150000.22.027.017548
„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1063

2025 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016225) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების №2 დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის:

ა) 47-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„47

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება

73“;

ბ) 57-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 58-ე გრაფა:

„58

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება

85“.

2. ბრძანების №3 დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის:

ა) 55-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„55

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი

085“;

ბ) 67-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 68-ე გრაფა:

„68

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე

099“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიანრი ოხანაშვილი