„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024960
69
11/03/2025
ვებგვერდი, 12/03/2025
040030000.10.003.024960
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №69

2025 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2011, 040030000.10.003.016219) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის“  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა:

ა) სეს ესნ-ის 1101 00 და 1101 00 150 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული ხორბლის ფქვილის იმპორტის  დროს ნებართვის გაცემა (გარდა ხორბლის ფქვილზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ისა ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევისა)

1 სამუშაო დღე

ყოველ

1 კგ-ზე

0,3 ლარი

ბ) სეს ესნ-ის 1003 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში ან/და 1104 19 610 00, 1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00 და 1104 29 080 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ქერის იმპორტის დროს ნებართვის გაცემა (გარდა პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევისა)

1 სამუშაო დღე

ყოველ

1 კგ-ზე

0,2 ლარი

გ) სეს ესნ-ის  2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ქატოს იმპორტის დროს ნებართვის გაცემა (გარდა პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ისა ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევისა)

1 სამუშაო დღე

ყოველ

1 კგ-ზე

 0,2 ლარი

დ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა, გარდა ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა

20 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

50 ლარი

100 ლარი

150 ლარი

.“.   

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025  წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე