დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 17 აპრილის №165/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 347/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/09/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 105, 03/10/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470010000.11.119.004990 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №347/ნ
2001 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 17 აპრილის №165/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად
ვბრძანებ:
1. „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 17 აპრილის №165/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-6 პუნქტი „ნარკოლოგია“ ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 1);
ბ) მე-17 პუნქტის „0–3 წლამდე ასაკის ბავშვთა სამედიცინო დახმარება“ 17.3.17 ქვეპუნქტში „ნეონატოლოგია“ – სტანდარტიდან კოდით 7272 ამოღებულ იქნას ნოზოლოგია Z58.4 (რადიაციის ზემოქმედება (ეჭვი რადიაციულ დაზიანებაზე – 1 გამოკვლევა)
გ) მე-18 პუნქტის „უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარება“ 18.2 ქვეპუნქტს „ოფთალმოლოგია“ დაემატოს ნაწილი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 2);
დ) მე-20 პუნქტის „გულის იშემიური დაავადებების მკურნალობა“ 20.1 ქვეპუნქტი "გულის იშემიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა“ ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 3);
ე) 28-ე პუნქტის „ინვალიდთა სოციალური დახმარება“ 28.2 ქვეპუნქტის „ნევროლოგია“ სტანდარტი კოდით 5493 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 4);
ვ) 32-ე პუნქტის „სამკურნალო და სადიაგნოსტიკო ღონისძიებები“-ის A567 კოდში – „საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნეების პათომორფოლოგია“, ციფრები „6.580“ შეიცვალოს ციფრებით „2191“.
ზ) ამავე პუნქტს დაემატოს ნაწილი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 5);
თ) სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტებს დაემატოს 34-ე პუნქტი – „კატასტროფის მედიცინა“, თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 6).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.
ა. ჯორბენაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები