დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და გარდაქმნაზე თანხმობის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 14/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №20
2025 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და გარდაქმნაზე თანხმობის გაცემის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 16 სექტემბრის №235/04 ბრძანების საფუძველზე:
1. მიეცეს თანხმობა რეგისტრირებულ კოოპერატივს „მათხოჯის საკრედიტო კავშირს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 244960618) საქმიანობის საგნის ცვლილებასა და არასადეპოზიტო-არასაკრედიტო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნაზე;
2. დასრულდეს რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 244960618) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ზაირა ბარაბაძე (პირადი ნომერი: 55001016559);
3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს;
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის
დეპარტამენტის უფროსი ირმა ბოკუჩავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები