შპს „ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ელენა კრეტოვა G 1296)

შპს „ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ელენა კრეტოვა G 1296)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „ინდექსი“
მიღების თარიღი 19/03/2025
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2025
სარეგისტრაციო კოდი
0
19/03/2025
ვებგვერდი, 20/03/2025
შპს „ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ელენა კრეტოვა G 1296)
შპს „ინდექსი“
საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2025 წლის 19 მარტი

სპეციალისტი:  შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342) 

აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. N129ა, სართული 2

ელფოსტა: specialist@indexi.ge  სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო (სტაციონარულ) აუქციონს მესაკუთრის  სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია  გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ყურადღება: თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდესსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: G 1296

უძრავი ნივთის მესაკუთრს სახელი და მისამართი:   

ელენა კრეტოვა  პ/ნ 719611120   მის: რუსეთის ფედერაცია, მოსკოვი, ქუჩა ვაკუნინსკაია სახლი 50 ბინა 18

აუქციონის ჩატარების დრო:  2025 წლის 27 მარტი 12:00 საათი

აუქციონის ჩატარების ადგილი:

ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის 129ა, სართული 2, განმკარგავი ორგანიზაცია შპს “ინდექსი” (ს/კ 202463342)

 

შენიშვნა: სტაციონარული აუქციონი ჩატარდება Zoom-ის მეშვეობით.

Meeting ID: 841 5745 6723

Passcode: 8bxm9T

https://us05web.zoom.us/j/84157456723?pwd=R7rozkb5Okdtf1YQ1WtdwL7ubb377G.1

უძრავი ნივთის საწყისი ფასი:  170 643.66 ლარი

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: ქალაქი ბათუმი, ქუჩა შერიფ ხიმშიაშვილი N 5, სასტუმრო/აპარტამენტი N2733, სართული 27, ფართი: 69.75 კვ.მ.;   საკადასტრო კოდი:  05.24.05.129.01.07.2733

გარდამავალი უფლება: არა

სხვა უფლება: ფიქსირდება ვალდებულება. გამყიდველი შპს „ალიანსი“ 445453526; საგანი: სასტუმრო/აპარტამენტი N273, ფართი - 69.75 კვ.მ.; „სასტუმრო/აპარტამენტის“ ნასყიდობის ხელშეკრულება N2731/2733, დამოწმების თარიღი 30/11/2021, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამონისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

აუქციონის პირობები:

ა) (სტაციონარულ) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) (სტაციონარულ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით  და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 საბანკო  დღე ან განათავსოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002) ამ პუნქტში მითითებული საგარანტიო თანხა ან/და განახორციელოს გარანტიის წარდგენა სპეცისლიტისათვის სხვა მისაღები ფორმით. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 500 ლარიანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) (სტაციონარულ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) (სტაციონარულ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში  შპს „ინდექსი“ მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი        გიორგი გოგშელიძე