დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 19/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210060.74.086.016071 |
|
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016010) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე დავები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე დავები; ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების თაობაზე დავები; აღიარებითი სარჩელის თაობაზე დავები; შრომითი დავები; სამშენებლო ურთიერთობიდან გამომდინარე დავები; სახელმწიფო სოციალური დაცვის თაობაზე დავები; საგადასახადო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები; საარჩევნო დავები; საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დავები; საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან/შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები; მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული დავები; საქართველოს ვიზის გაცემასთან დაკავშირებული დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 1, VII 4-VII 7, VII 9-VII 16, VII 18-VII 27 თავებით განსაზღვრული დავები;“; ბ) „ბ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „გ.ა-გ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ; დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 126-1261 მუხლებისა); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლისა; ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ – სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე-183-ე მუხლები; დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ; დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ; დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ; დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ; ნარკოტიკული დანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ; გ.ბ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ – სისხლის სამართლის კოდექსის 126-1261 მუხლები; ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა; დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ – სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი; ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (საერთაშორისო ხასიათის დანაშაულები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში); დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ; დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ; ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განსახილველი საქმეები; გ.გ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ;); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე-183-ე მუხლებისა); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა; დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ; სატრანსპორტო დანაშაული; კიბერდანაშაული); დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ; დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 24 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები