დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.115.016430 |
|
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 იანვრის №02 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგის მიხედვით:
1. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის დარღვევაზე; ბ) კონტროლს სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობაზე. არსებული წესების დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემაზე; გ) კონტროლს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებაზე ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობაზე; დ) კონტროლს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვის მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანასა და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე; ე) კონტროლს მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობაზე; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წესრიგის დაცვას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; ზ) კონტროლის განხორციელებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც უფლებამოსილია შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე; თ) მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობის დადგენა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, სამუშაოების შესრულებაზე გადაწყვეტილების შემთხვევაში სათანადო დოკუმენტაციის მომზადება; ი) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობას და კონტროლს; კ) პროექტის, სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟის განხორციელებას.“. 2. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისა და უნებართვო საქმეთა კონტროლის განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენას და საჯარიმო სანქციების გამოყენებას; ბ) სამშენებლო პროცესის კონტროლს და დარღვევის აღმოფხვრის მიზნით რეაგირებას; გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების კონტროლს; დ) დამრღვევი ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას; ე) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ზომების განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში სამართალდარღვევოს აქტის შედგენას; ვ) დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამრღვევისთვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრებას; ზ)მოქმედი კანომდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; თ) კონტროლს ხეების და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განვითარებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვასა და დაზიანებაზე; ი) კონტროლს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრვი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე; კ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე კონტროლს; ლ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმის მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები