დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 27/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040000000.32.061.016434 |
|
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 29.01.2025, სარეგისტრაციო კოდი: 040000000.32.061.016422) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდატორად განისაზღვროს გოგი მანია (პ/ნ 62001004015) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე და ლიკვიდაციის განხორციელების მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) გოგი მანია (პ/ნ 62001004015), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე – ლიკვიდატორი, სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე; ბ) თამარ დალაქიშვილი (პ/ნ 01027047799), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ დირექტორი – სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) გიორგი აქუბარდია (პ/ნ 62005007115), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი; დ) ხატია მირცხულავა (პ/ნ 62006060313), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ შრომის, უსაფრთხოების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი; ე) ლელა გულუა (პ/ნ 62001002370), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ შესყიდვებისა და საბუღალტრო აღრიცხვის მენეჯერი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი; ვ) ვლადიმერ ნიქაცაძე (პ/ნ 35001033617), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 27 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები