„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2025
ძალაში შესვლის თარიღი 21/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 020080160.22.034.017554
25
27/03/2025
ვებგვერდი, 27/03/2025
020080160.22.034.017554
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №25

2025 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით  (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 020080160.22.034.016347) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ოქმი (დანართი №9), რომელშიც აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებული პიროვნების შესახებ; დაკავების თარიღი და დრო; დაკავების საფუძველი; ინფორმაცია დაკავებულის პირადი გასინჯვის და ნივთების გასინჯვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ინფორმაცია დაკავების, პირადი გასინჯვის ან/და ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის შესახებ (მათი არსებობის შემთხვევაში).“.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, პირის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შემთხვევაში შედგება ოქმი (დანართი №10), რომელშიც აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც ხორციელდება პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა; გასინჯვის თარიღი და დრო; გასინჯვის საფუძველი; ინფორმაცია პირადი გასინჯვის ან/და ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის შესახებ (მათი არსებობის შემთხვევაში); პირადი გასინჯვის ჩამტარებელი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა; პირადი გასინჯვისას დამსწრე პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, ხელმოწერა; პირის ნივთების გასინჯვის ჩამტარებელი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა; პირის ნივთების გასინჯვისას დამსწრე პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, ხელმოწერა.“.

3. №9 და №10 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 21 აპრილიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური