ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016899
1-1/103
26/03/2025
ვებგვერდი, 31/03/2025
300300000.22.024.016899
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/103

2025 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, № 117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები: 

1. 41-ე მუხლის:

ა) მე-40 პუნქტის შემდეგ დაემატოს 401 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„401. 2025 წლის მარტის თვეში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის დაკმაყოფილება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“, 2025 წლის მარტის თვეში ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული ელექტროენერგია;

ბ) რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“, 2025 წლის მარტის თვეში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იმპორტირებული და ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის მიერ შესყიდული ელექტროენერგია;

გ) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოცულობის ზემოთ დარჩენილი რაოდენობის დაფარვა ხორციელდება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურების მიერ 2025 წლის მარტის თვეში გამომუშავებული ელექტროენერგიით, ბაზრის წესების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“;

ბ) 43-ე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„43. ამ მუხლის მე-40, 401, 41-ე და 42-ე პუნქტების მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ 2025 წლის თებერვლისა და მარტის თვეების საანგარიშო პერიოდებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინინო ენუქიძე