„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 02/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 200140130.35.152.016542
8
28/03/2025
ვებგვერდი, 31/03/2025
200140130.35.152.016542
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №8

2025 წლის 28 მარტი

ქ. დუშეთი

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ “ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქრთველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის  63-ე მუხლის   შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის  №4 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 05/03/2025; სარეგისტრაციო კოდი: 200140130.35.152.016538), კერძოდ  დადგენილების  მეორე  მუხლის მე-7 პუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და მათი საზღვრების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 დეკემბრის №496 დადგენილებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის ორმაგი ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 84 (ოთხმოცდაოთხი) ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოიყენება წინამდებარე დადგენილების მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ფასები.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური