,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 310150000.32.061.016438
18
28/03/2025
ვებგვერდი, 31/03/2025
310150000.32.061.016438
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №18

2025 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის №28 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 29/09/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.32.061.016155) დამტკიცებულ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესში“   შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე თანამდებობის პირები

განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირებს:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – 3 (სამი) ერთეული (მათ შორის, 1 (ერთი) სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება);

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე – 1 (ერთი) ერთეული;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი – 1 (ერთი) ერთეული; 

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე   1 (ერთი) ერთეული;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დეპარტამენტების უფროსები   3 (სამი) ერთეული;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა), თითოეულს – 1 (ერთი) ერთეული;      

ზ) ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის   წარმომადგენლობის ხელმძღვანელი – 1 (ერთი) ერთეული.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი