„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 ნოემბრის №396 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 280060000.10.003.024980
89
28/03/2025
ვებგვერდი, 01/04/2025
280060000.10.003.024980
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 ნოემბრის №396 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №89

2025 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 ნოემბრის №396 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 ნოემბრის №396 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/11/2024, 280060000.10.003.024791) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის წესის“ მე-8 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის ანაზღაურება უნდა შეთანხმდეს ინდივიდუალურად შესარჩევ კომისიასა და შესაბამის კანდიდატს შორის. შეთანხმებული ანაზღაურება, საშემოსავლო გადასახადისა და ნებისმიერი დანამატის ჩათვლით (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დანიშნული წევრებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 190,000 ლარს წლიურად, ხოლო 250,000 ლარს წლიურად − ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დანიშნული წევრებისათვის. მმართველობითი საბჭოს წევრს ანაზღაურება უნდა მიეცეს ყოველთვიურად.“.

2. მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურება არ მოიცავს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებულ ხარჯებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე