„საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 85/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 200090000.18.011.016917
85/04
01/04/2025
ვებგვერდი, 02/04/2025
200090000.18.011.016917
„საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №85/04

2025 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 05/07/2017, 200090000.18.011.016248) დამტკიცებულ საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმების შევსების ინსტრუქციაში (დანართი №2) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ყოველი თვის 5 და 15 რიცხვამდე წარსადგენი ანგარიშგების შევსებისას ახალი ვალუტის გამოყენების შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია 5 კალენდარული დღით ადრე დაუკავშირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის პასუხისმგებელ ზედამხედველს და გაგზავნოს შეტყობინება შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე − psps@nbg.gov.ge.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა