დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2020 წლის 31 დეკემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო |
| მიღების თარიღი | 31/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.66.078.016033 |
|
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2020 წლის 31 დეკემბრის №13/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2020; ს/კ: 220090000.66.078.016013) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. აგრეგირებული რისკის წონა კომერციული ბანკის აგრეგირებულ რისკის წონასთან მიმართებით სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ხელმძღვანელობს „სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და წინასწარი შენატანის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 2 სექტემბრის №228/04 ბრძანებით დადგენილი წესით თითოეული კომერციული ბანკისთვის გამოთვლილი აგრეგირებული რისკის წონით. ამავე ბრძანების შესაბამისად გამოითვლება აგრეგირებული რისკის წონა მიკრობანკისთვისაც.“. 2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის გამოითვლება ამ მეთოდოლოგიის დანართის შესაბამისად. 3. ამოღებულ იქნეს „დანართი №1“. 4. „დანართი №2“ ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „დანართი“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები