დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017556 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №23 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 140130000.22.034.016850) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას, უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევას, ახორციელებს საქართველოში ფიზიკურ/იურიდიულ პირზე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის გაცემასა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს, აგრეთვე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობას. 3. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტების, ასევე ამ დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. სააგენტო აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრს.“. 2. მე-2 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების სახელმწიფო რეგულირება ლიცენზიის/ნებართვის გაცემითა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებით.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ და „მ2“ ქვეპუნქტები: „მ1) პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის გაცემისა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი; მ2) პიროტექნიკურ ნაწარმთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სწავლება, სერტიფიკატისა და შესაბამისი უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.“; ბ.ბ) „ნ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ1) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უზრუნველყოფა, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების განხორციელება;“. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სააგენტოს სტრუქტურა სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების განყოფილება; ბ) ადმინისტრაციული განყოფილება; გ) ლოჯისტიკის განყოფილება; დ) სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო; ე) სასწავლო ცენტრი (სამმართველო).“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციები ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია: ა) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, მოსამსახურეთა წახალისების შესახებ მასალების განხილვა და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა, სააგენტოში მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა; ბ) სააგენტოს სისტემის სტრუქტურული სრულყოფის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება; გ) მოსამსახურეთა განვითარებაზე ზრუნვა – სასწავლო საჭიროებების მუდმივად განსაზღვრა და ამ საჭიროებების შესახებ სააგენტოს უფროსისათვის წინადადებების წარდგენა; დ) სააგენტოში საქმისწარმოების განხორციელება, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, დამუშავება და განაწილება, საქმისწარმოების და დასრულებული საქმეების დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და სათანადო წესით შენახვა (დაარქივება); ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა; ვ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების პროექტების მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა; ზ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; თ) სამინისტროს სისტემის საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით საერთაშორისო ვიზიტებისა და სხვა საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა, აგრეთვე საზოგადოების ინფორმირების მიზნით საკომუნიკაციო და მარკეტინგული კამპანიების განხორციელება; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. 5. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. ლოჯისტიკის განყოფილების ფუნქციები ლოჯისტიკის განყოფილების ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, ბალანსის შედგენა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ბ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა, სააგენტოს ქონების სათანადო საექსპლუატაციო დონეზე შენარჩუნება და ამ მიზნით მათი შეკეთების, გაფართოების, რეკონსტრუქციისა და გადაიარაღების სამუშაოების წარმოება და კონტროლი; ე) სააგენტოს ბალანსზე არსებული თავისუფალი სასაწყობო სივრცის, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების იჯარით გაცემა; ვ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. 6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს ფუნქციები სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევა და ადმინისტრირება; ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და განხორციელების ხელშეწყობა; გ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევისას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა; დ) მომხმარებლისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მრავალფეროვანი მომსახურებების და ინოვაციური სერვისების შეთავაზება; ე) პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის გაცემის მიზნით შესაბამისი საქმისწარმოება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით, სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი, ხოლო სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. 7. 61 მუხლის: ა) „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უზრუნველყოფა, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების განხორციელება;“; ა) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) პიროტექნიკურ ნაწარმთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სწავლება, სერტიფიკატისა და შესაბამისი უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.“. 8. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი1) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მეხანძრე-მაშველთა სპეციალური პროფესიული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის სხვა მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შემუშავებულ პროგრამებს, სწავლებისა და შეფასების სისტემის წესს, პირობებს, სასწავლო ცენტრის მსმენელის ქცევის წესს, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევის მიზნით – სააგენტოს მიერ ჩასატარებელი სწავლებისა და შეფასების სისტემის წესს, პირობებს, სასწავლო ცენტრის მსმენელის ქცევის წესსა და სასწავლო პროგრამას, ასევე, სერტიფიკატის/მოწმობის ფორმას; ი2) გასცემს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის, ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევის მიზნით ჩატარებულ სწავლებაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში − შესაბამის მოწმობას;“; ბ) „ი2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი3“ ქვეპუნქტი: „ი3) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები