დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თერჯოლის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 5 მარტის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.126.016462 |
|
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 5 მარტის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტირების სერვისების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 5 მარტის №5 დადგენილებაში ‘‘ შემდეგი ცვლილებები:
1.დადგენილების №1 დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 11. მომსახურების მონიტორინგი პერსონალური ასისტენტის მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური: ა) პერიოდულად ახორციელებს მიწოდებული მომსახურების სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის, პერსონალის მიმართ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმებას; ბ) მომსახურების არასათანადოდ განხორციელების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს კონკრეტული ფაქტის შესწავლას; გ) მონიტორინგის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს მიმწოდებლისთვის და ახორციელებს რეკომენდაციების შესრულების კონტროლს; დ) პერიოდული მონიტორინგის და კონკრეტული ინფორმაციის მიღების შედეგად განხორციელებული მონიტორინგის, ასევე გაცემული რეკომენდაციების გონივრულ ვადაში შესრულების შემოწმების საფუძველზე, უფლებამოსილია დასვას მიმწოდებლისთვის რეგისტრაციის შეწყვეტის საკითხი.“. 2. დადგენილების №2 დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
პერსონალური ასისტენტის პროგრამის ვაუჩერის ფორმა
ვაუჩერი გაიცემა გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან საბიუჯეტო წლის ბოლომდე თვეებზე ან საბიუჯეტო წლის განმავლობაში საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე. ვაუჩერი ითვალისწინებს პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსებას მომსახურების მიმღებს, პერსონალურ ასისტენტსა და მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას შორის გაფორმებულ სამმხრივ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მოცულობით, ან ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, თვეში არაუმეტეს ____ ლარის ოდენობით. ზედიზედ ვაუჩერის 2 (ორი) თვის განმავლობაში გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას. ვაუჩერით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ მუნიციპალიტეტში სერვისის მომწოდებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელთანაც გაფორმებული გაქვთ ხელშეკრულება. ინფორმაცია პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების შესახებ იხილეთ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.terjola..gov.ge. სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მ.შ. ხარისხის გაუმჯობესების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით მომსახურების, ან თქვენი, როგორც მოსარგებლის უფლებების დარღვევის საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები