„ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელების უფლებებისა და მათ მიმართ მმართველი ორგანოს წევრების ვალდებულებების შესახებ" კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №24 დადგენილებების დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელების უფლებებისა და მათ მიმართ მმართველი ორგანოს წევრების ვალდებულებების შესახებ" კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №24 დადგენილებების დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი 15/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 25/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.12.005.008.621
  • Word
65
15/05/2006
სსმ, 70, 25/05/2006
040.230.000.12.005.008.621
„ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელების უფლებებისა და მათ მიმართ მმართველი ორგანოს წევრების ვალდებულებების შესახებ" კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №24 დადგენილებების დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.12.005.008.621

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება №65

2006 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

,,ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების   მფლობელების უფლებებისა და მათ მიმართ მმართველი ორგანოს წევრების ვალდებულებების შესახებ“ კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №24 დადგენილებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ინვესტორთა ინფორმირებისა და საწარმოთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობის ხარისხის ამაღლების მიზნით, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №24 დადგენილებით დამტკიცებულ წესში ,,ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელების უფლებებისა და მათ მიმართ მმართველი ორგანოს წევრების ვალდებულებების შესახებ“ (,სსმ III, 11.12.2002 წ., №119, მუხლი 1043) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ)    უნდა უზრუნველყოს საწარმოს წლიური, ნახევარწლიური და მიმდინარე ანგარიშების, აგრეთვე, მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ და მმართველი ორგანოს წევრის ბენეფიციურ საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ ანგარიშების დადგენილი ფორმით, რეგულარობითა და მოცულობით საჯაროობა, კერძოდ:

ბ.ა)    გამოაქვეყნოს კომისიის მიერ შერჩეული ბეჭდვითი ორგანოების საშუალებით ან ელექტრონული ფორმით – ინფორმაციის განთავსების გზით კომისიის ან საფონდო ბირჟის ვებ-გვერდებზე, აგრეთვე ანგარიშვალდებული საწარმოს ვებგვერდზე, – ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ.ბ)   უზრუნველყოს საწარმოს (აგრეთვე, თუ არსებობს, მისი ფილიალის) იურიდიული მისამართის, ადმინისტრაციის ადგილსამყოფლის არსებობისა და საქმიანობის ადგილის მიხედვით არსებულ ოფისებში თვალსაჩინო ადგილას განცხადების განთავსება აღნიშნული ანგარიშების მომზადების თაობაზე მათი კომისიისადმი წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა და არანაკლებ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც საწარმოს მიერ ისინი ინახება. სამუშაო დროის განმავლობაში ეს ანგარიშები დაუყოვნებლივ გასაცნობად, ამონაწერის გასაკეთებლად ან/და ასლის გადასაღებად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფასიანი ქაღალდების ნებისმიერი მფლობელისათვის“.

2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი       თ. გოდერძიშვილი