დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 04 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.140.016565 |
8
04/04/2025
ვებგვერდი, 07/04/2025
010250050.35.140.016565
„ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 04 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 04 მარტის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/03/2025; ს/კოდი: 010250050.35.140.016564) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: |
1.
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა.“. |
2.
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა, დანართის შესაბამისად.“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები