„აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 22-ძ/ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/2025
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040110000.33.062.016146
22-ძ/ს
04/04/2025
ვებგვერდი, 04/04/2025
040110000.33.062.016146
„აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 

ბრძანება №22-ძ/ს 

2025 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 08/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 040110000.33.062.016133) დამტკიცებულ „აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესში“ (შემდგომში  წესი) შეტანილ იქნეს ცვლილებები და წესის:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) 100 წელს გადაცილებული დევნილი (გარდა თბილისში რეგისტრირებული ბენეფიციარისა) – 300 ლარი;2“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„დ) ცნობა/წერილი სსიპ – „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან“ ქირის თანხის დაუფინანსებლობის თაობაზე;6“.

3. მე-8 მუხლის პირველ  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის მიზნებისათვის  ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება. ქვეპროგრამის ფარგლებში თანხის მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული/უფლებამოსილი სამუშაო ჯგუფი.“.

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ბ) დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა ობიექტზე განსაზღვრულია არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით;“.

5. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„გ.დ) მოთხოვნილი სარემონტო/სამშენებლო მასალების (კერამოგრანიტი (მეტლახი), თაბაშირ-მუყაოს ფილა, ლინოლიუმი, წებოცემენტი, სამშენებლო ბათქაში (ფითხი), შპალერი, ლამინირებული იატაკი (ლამინატი), პლინტუსი, ლამინატის ქვეშ დასაგები გუბკის ფილები, შპალერის წებო, საღებავი, ქვიშა/ღორღი, ცემენტი, სამშენებლო აგური/ბლოკი, გრუნტი კონცენტრატი, ტიხრის პროფილი (თაბაშირ-მუყაოს ფილის მისაკრავი), წყალკანალიზაციის მილები, ელსადენები, მეტალოპლასტმასის ფანჯრები და სხვა) ჩამონათვალი და მინიმუმ ორი კომპანიის მიერ გაცემული ინვოისი, ანალოგიური სამშენებლო მასალისა და მოცულობის მითითებით.“.

6. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე“ ქვეპუნქტი:

„გ.ე) დევნილი ბენეფიციარის პირადი საბანკო რეკვიზიტები/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის საბანკო რეკვიზიტები.“.

7. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ამ წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის მიზნებისათვის ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება. ქვეპროგრამის ფარგლებში შეძენილი სამშენებლო მასალების მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული/უფლებამოსილი სამუშაო ჯგუფი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრიდავით ფაცაცია