დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120300000.22.026.017340 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანებით (ვებგვერდი, 15/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 120300000.22.026.016862) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მდგრადობა, რომელიც განსაზღვრავს მიღწეული მიზნის გრძელვადიანი შენარჩუნების უნარს. აღნიშნულზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფია სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტი.“. 2. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის სამოქმედო გეგმის პროექტს, შესაბამის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, შეიმუშავებენ სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების და J-5 დეპარტამენტები, სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მონაწილეობით. 2. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის აღსრულების მონიტორინგი ხორციელდება წელიწადში ოთხჯერ – ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ.“. 3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფინანსური ჭერების იდენტიფიცირება, რომელსაც ახორციელებს სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტი;“. 4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ორგანიზაციული დოკუმენტების მონიტორინგი ხორციელდება მის შემუშავებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ, ამავე სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით. გარდა ამისა, ცალკეული ორგანიზაციული დოკუმენტების მონიტორინგი შესაძლოა განახორციელოს სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტმა მინისტრის დავალებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, ამ ბრძანების პირველი მუხლის:
ა) პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 11 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე; ბ) მე-3 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 12 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები