„სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 1 მაისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 1 მაისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017348
61
28/04/2025
ვებგვერდი, 29/04/2025
120000000.22.026.017348
„სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 1 მაისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №61

2025 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 1 მაისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 1 მაისის №49 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/05/2024, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017226) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4

1. ბარათის დამზადება, გაცემა, შეცვლა და განადგურება ხორციელდება საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის (შემდგომ – სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი) მეშვეობით, ხოლო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის ბარათის დამზადება, გაცემა და შეცვლა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის ძალების იმ სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების მიერ, სადაც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე გადის სამხედრო სამსახურს.”.

2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, ქვეპუნქტი:

„ე) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7

ახალი ბარათის მიღებისთანავე ძველი ბარათი ჰბარდება სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს, ხოლო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში – ბარათის გამცემ საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფს/სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.“.

4. მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბარათის, გარდა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურის ბარათისა, დამზადება/გაცემა/შეცვლა ხორციელდება სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრისათვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეთაურის/უფროსის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოსამსახურის, გარდა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურისა,  ინდივიდუალური მოთხოვნით, ბარათი შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის ან მისი  მოადგილის თანხმობით.“.

5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12

ბარათის დაკარგვის, სხვა პირზე გადაცემის ან არადანიშნულებისამებრ გამოყენების ყოველ ფაქტზე ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა, მიიღება ზომები დაკარგული ბარათის საპოვნელად, დგება პირის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი. დაკარგული ბარათის ჩამოწერისა და საჭიროებისამებრ ახლის დამზადების შესახებ ეცნობება სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს, ხოლო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის ბარათი ჩამოიწერება შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.“.

6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13

1. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების ბარათი გაიცემა 4 წლის ვადით, ხოლო კადეტისათვის – 3 წლის ვადით.

2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის ბარათი გაიცემა კანონმდებლობით განსაზღვრული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადით.“.

7. მე-16 მუხლის პირველ პუნქტის ,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მოსამსახურის შემთხვევაში – ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, მოსამსახურის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, წოდება (არსებობის შემთხვევაში), თანამდებობის დასახელება, დაბადების თარიღი, სისხლის ჯგუფი, იმ ქვედანაყოფის დასახელება, სადაც იგი გადის სამსახურს, ხოლო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შემთხვევაში, ასევე, გაწვევის თარიღი და გაცემის თარიღი;“.

8. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17

1. გაცემული ბარათის აღრიცხვა ხდება ელექტრონულ ბაზაში, ხოლო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის – მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ჟურნალის შესაბამისად.

2. ბარათი ჩაბარების ან გამოცვლის შემთხვევაში ექვემდებარება განადგურებას, რაც ასევე  მიზეზის მითითებით აღინიშნება ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ ელექტრონულ ბაზაში/ჟურნალში.

3. ძალადაკარგული/დაზიანებული ბარათების განადგურების, ასევე სახარჯ მასალებთან დაკავშირებული ინფორმაციის განსაზღვრის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება კომისია, მტკიცდება კომისიის საქმიანობის წესი და კომისიის მიერ გამოსაცემი დოკუმენტის ნიმუში, ხოლო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში, კომისიას ქმნის და განადგურების აქტს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელი, სადაც პირი გადის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი