დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის N8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54-29 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.101.017316 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №8-31 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/03/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016958) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; გ) კონტროლის განყოფილება; დ) ვიდეომონიტორინგის განყოფილება; ე) სწრაფი რეაგირების განყოფილება; ვ) ობიექტების დაცვის განყოფილება; ზ) მუნიციპალიტეტის შენობების და ტერიტორიების დაცვის განყოფილება; თ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების დაცვის განყოფილება; ი) ბაღების, პარკების და სკვერების დაცვის განყოფილება; კ) გამგეობების დაცვის განყოფილება. 2. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იხილავს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას; ბ) ორგანიზებას უწევს სამსახურის თანამშრომელთა მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საორგანიზაციო საშუალებებით უზრუნველყოფას; გ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ადგენს შესაბამის საცნობარო მასალებს და წინადადებებს; დ) ამზადებს სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს; ე) სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მონაწილეობს ტრენინგების ორგანიზებაში; ვ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; ზ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან. 3. ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) მონაწილეობს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების და ობიექტების ვიდეოსამეთვალყურეო, სერვერული, აუდიო, უსაფრთხოების სისტემებით, საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობებით აღჭურვის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის დაგეგმვაში; ბ) მონაწილეობს მონიტორინგის განყოფილების ვიდეოსამეთვალყურეო ცენტრის ინფრასტრუქტურის განვითარების/მოწყობის დაგეგმვაში; გ) ზედამხედველობას უწევს პროექტების განხორციელებას; დ) ორგანიზებას უწევს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მოვლა-პატრონობას; ე) ახორციელებს დაცვითი ელექტრონული საშუალებების ტექნიკური მხარდაჭერის ორგანიზებას და/ან უზრუნველყოფას; ვ) არსებული სისტემების ოპტიმიზაციის მიზნით უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას და ხელმძღვანელობისთვის წარდგენას; ზ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; თ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან. 4. კონტროლის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) 24 საათის განმავლობაში ახორციელებს სამსახურის ქვედანაყოფების საქმიანობის მონიტორინგს და სამსახურის უფროსს წარუდგენს მოსამსახურეთა მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესახებ ინფორმაციას; ბ) სამსახურის უფროსს აწვდის ინფორმაციას დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ; გ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას; დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან. 5. ვიდეომონიტორინგის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს დასაცავი ობიექტების მონიტორინგს, ვიდეოსამეთვალყურეო და ელექტრონული დაცვითი სისტემების საშუალებით მუდმივ დაკვირვებასა და ობიექტზე არსებული ვითარების შესახებ 24-საათიან რეჟიმში ინფორმაციის აღრიცხვას; ბ) უზრუნველყოფს მუდმივ რადიო და/ან სატელეფონო კავშირს დასაცავი ობიექტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებთან; გ) სამსახურის უფროსს აწვდის ინფორმაციას დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ; დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან. 6. სწრაფი რეაგირების განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) სამსახურის სხვა ქვედანაყოფებს უწევს დახმარებას დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; ბ) დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების და მუნიციპალური ქონების დაცვის მიზნით ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს; გ) უზრუნველყოფს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით დაცული ობიექტების ადგილზე მონიტორინგს; დ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას; ე) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან. 7. ობიექტების დაცვის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ობიექტების უსაფრთხოებასა და დაცვას; ბ) უზრუნველყოფს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ობიექტებში განთავსებული მუნიციპალური ქონების დაცვას; გ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას; დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან. 8. მუნიციპალიტეტის შენობების და ტერიტორიების დაცვის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების და შენობების (თბილისის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში ან/და საკუთრებაში არსებული საწყობები, სამრეცხაო, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირებისათვის გადაცემული უძრავი ქონება) უსაფრთხოებასა და დაცვას; ბ) უზრუნველყოფს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე და შენობებში განთავსებული მუნიციპალური ქონების დაცვას; გ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას; დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.
9. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების დაცვის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს და თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოებასა და დაცვას; ბ) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს და თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებული მუნიციპალური ქონების დაცვას; გ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას; დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან. 10. ბაღების, პარკების და სკვერების დაცვის განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს თბილისის ბაღების, პარკების, სკვერების უსაფრთხოებასა და დაცვას; ბ) უზრუნველყოფს თბილისის ბაღებში, პარკებისა და სკვერებში განთავსებული მუნიციპალური ქონების დაცვას; გ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას; დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან. 11. გამგეობების დაცვის განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს თბილისის რაიონული გამგეობების შენობების უსაფრთხოებასა და დაცვას; ბ) უზრუნველყოფს თბილისის რაიონული გამგეობების შენობებში განთავსებული მუნიციპალური ქონების დაცვას; გ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას; დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები