დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54-38 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.017325 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/02/2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016490) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების“:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ქონებაზე აუქციონის მომზადება, ჩატარება და შედეგების გაფორმება;“; ბ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამსახურის სახელით ვიზას ადებს/ხელს აწერს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ ან/და სააგენტოს უფროსის დავალებით უფლებამოსილების გათვალისწინებით სხვა დოკუმენტებს;“; გ) მე-9 მუხლის : გ.ა) მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის კომერციული/სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება ან/და აუქციონის ფორმით განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება, აუქციონის ჩატარება და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა. აგრეთვე 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების აუქციონის ფორმით განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება, აუქციონის ჩატარება და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა“; გ.ბ) მე-2 პუნქტს „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი: „რ1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების ( გარდა კერძო სამართლის კომერციული/სამეწარმეო იურიდიული პირებისა) საკუთრებაში არსებულ (ბალანსზე რიცხული) ქონებაზე აუქციონის ჩატარება და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა“; გ.გ) მე-2 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.დ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის საკითხთან დაკავშირებით აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, დასადები ხელშეკრულების მომზადება;“; გ.ე) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და აუქციონზე გამოცხადების ორგანიზებისთვის სხვა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება;“; გ.ვ) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების, გარდა კერძო სამართლის კომერციული/სამეწარმეო იურიდიული პირებისა, საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება ან/და აუქციონის ფორმით განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და აუქციონზე გამოცხადების ორგანიზებისთვის სხვა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება;“; გ.ზ) მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც უძრავი ქონების ერთ-ერთ თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ნივთის (ქონების) მიმართ გათვალისწინებული მოქმედებები, რომლებიც იწვევენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/ქონების ფართობის შემცირებას ან რეგისტრაციის გაუქმებას, ან/და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთზე/ქონებაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სრულ ან/და ნაწილობრივ დემონტაჟს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის შესათანხმებლად წარდგენა;“; გ.თ) მე-6 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში სასყიდლით მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები