დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აგვისტოს №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 116 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.025006 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აგვისტოს №278 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/08/2024, 340170000.10.003.024673) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“:
1. მე-3 მუხლის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პოტენციური ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული/ ფიზიკური პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, რომელიც, პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, წარადგენს განაცხადს, რომელთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება; ბ) ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) სასოფლო-სამეურნეო მისაბმელი – ჩიზელური გუთანი როლერით, კვალზე/ბაზოზე ფირის/ცელოფნის დამგები, როტორული ტიპის რიგთაშორის ნიადაგის გამაფხვიერებელი კულტივატორი ცალმხრივი, ასევე ნებისმიერი, მათ შორის, კლიმატგონივრული, სხვა სასოფლო-სამეურნეო მისაბმელი, გარდა ტრანსპორტირების მიზნებისთვის გამოსაყენებელი მისაბმელებისა;“; გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არანაკლებ 7 ცხ. ძ.-ის მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) ან არანაკლებ 7 ცხ. ძ-ის მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) და მასთან ერთად მისაბმელი (იმპლემენტი) კომპლექტში, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის.“. 2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ან/და მარწყვის ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემის) მოწყობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.2 ჰა-ს, მიწის ნაკვეთები შესაძლებელია, იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, სადაც შესაძლებელია ერთიანი სარწყავი სისტემის მოწყობა; ბ) ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ან/და მარწყვის ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის დაწვიმების (სპრინკლერ) სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების) მოწყობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.2 ჰა-ს, მიწის ნაკვეთები შესაძლებელია, იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, სადაც შესაძლებელია ერთიანი სარწყავი სისტემის მოწყობა;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სასოფლო-სამეურნეო მისაბმელ(ებ)ის ან/და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.2 ჰა-ს.“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ან/და მარწყვის ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების) მოწყობის თანადაფინანსება; ბ) ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ან/და მარწყვის ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის დაწვიმების (სპრინკლერ) სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების) მოწყობის თანადაფინანსება;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სასოფლო-სამეურნეო მისაბმელ(ებ)ის ან/და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება;“. 4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი პროგრამა განხორციელდება საგარეჯოს, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, ასევე ამ მუნიციპალიტეტებში შემავალ ყველა სოფელსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში.“. 5. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
თანადაფინანსების პროცენტული წილი და ზღვრული ოდენობები, ბენეფიციარ(ებ)ის ტიპისა და განსახორციელებელი საქმიანობის მიხედვით
|
* სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის – ხელის ტრაქტორი (მოტობლოლკი) შეძენის შემთხვევაში სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, კერძოდ: - 7-დან 9 ცხ.ძ-მდე სიმძლავრის შემთხვევაში არაუმეტეს 1,000 ლარს; - 9-დან 11 ცხ.ძ-მდე სიმძლავრის შემთხვევაში არაუმეტეს 1,300 ლარს; - 11-დან 13 ცხ.ძ-მდე სიმძლავრის შემთხვევაში არაუმეტეს 1,700 ლარს; - 13 და მეტი ცხ.ძ-ის სიმძლავრის შემთხვევაში არაუმეტეს 2,000 ლარს;
** თუ პროგრამის ბენეფიციარი ახალგაზრდაცაა და წმო-ს წევრიც მიიღებს მხოლოდ დამატებით 10% დაფინანსებას.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები