„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.025007
118
15/04/2025
ვებგვერდი, 16/04/2025
010320000.10.003.025007
„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №118

2025 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/04/2017, 010320000.10.003.019920) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი, №2-ის („შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი“) ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი

თანამდებობის დასახელება

სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა  პროცენტულად

საქართველოს მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი

80

საქართველოს გენერალური პროკურორი

80

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი

80

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

80

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

80

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

80

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

80

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

80

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური

80

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი

80

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

80

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე და წევრები

70

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი

80

საქართველოს სახალხო დამცველი

80

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი

80

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი

80

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

70

საქართველოს მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურის უფროსი

70

საქართველოს დაზვერვის  სამსახურის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

70

სახელმწიფო რწმუნებული

70

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე

70

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

70

საქართველოს ეროვნული ბანკის  ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრი

70

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

70

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები;

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

70

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

70

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

60

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

70

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი

60

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და მინისტრი

60

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

40

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე  

60

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელის მეორე და მესამე რანგების კატეგორიების საჯარო მოხელეები

40

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე

40

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი

40

საქართველოს  სამთავრობო დელეგაციის წევრი და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის გარეთ მივლინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე

30

საქართველოს საპრეზიდენტო დელეგაციის წევრი

30

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი

70

საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და მოადგილე

70

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე

70

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე

    70.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე