დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 505-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470070000.05.001.102592 |
|
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვა – ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შექმნა, წარმოება, მომზადება, დამზადება-გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა (გადატანა), რეალიზაცია (საცალო და საბითუმო), განაწილება, შეძენა, გადაცემა, უკანონო რეალიზაცია, ჩაბარება, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი;“; ბ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ) გადაცემა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე;“; გ) „წ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ1“ ქვეპუნქტი: „წ1) უკანონო რეალიზაცია − სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ;“. 2. №1 დანართით გათვალისწინებული III სიის ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის 68-ე−70-ე გრაფები: „
“. 3. №2 დანართის: ა) ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“: ა.ა) 29-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ა.ბ) 73-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ა.გ) 82-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ა.დ) 92-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ა.ე) 153-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ა.ვ) 189-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ბ) ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ფსიქოტროპული ნივთიერებები“: ბ.ა) 23-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ბ.ბ) 51-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ბ.გ) 67-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 68-ე−70-ე გრაფები: „
“; გ) შენიშვნების: გ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ ნუსხით გათვალისწინებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ჩამონათვალს მიეკუთვნება მხოლოდ სუფთა ნივთიერებები (სუბსტანციები) და არა მათი წამლის ფორმები, გარდა ფსიქოტროპული ნივთიერებების – თიანეპტინის, პრეგაბალინისა და კეტამინის − წამლის ფორმებისა.“; გ.ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2603 მუხლის მიზნებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იწვევს ფსიქოტროპული ნივთიერებების – გაბაპენტინის, ბაკლოფენისა და ტრიჰექსიფენიდილის (ციკლოდოლის) − როგორც სუფთა ნივთიერებების (სუბსტანციების), ისე წამლის ფორმების უკანონო რეალიზაცია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
თბილისი, 16 აპრილი 2025 წ. N505-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები