დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 მაისის N35/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 16/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.77.090.016048 |
|
„მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 მაისის №35/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 მაისის №35/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/05/2024, 310150000.77.090.016035) დამტკიცებულ „მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ასოციაციის წევრთა სია – ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ფორმით ასოციაციის მიერ შედგენილი სია, სადაც ასახულია ასოციაციის წევრი გადამზიდველები, რომელსაც ხელს აწერს ასოციაციის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, რომლის ხელმოწერაც დადასტურებული უნდა იყოს ნოტარიულად; კ) სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სია – ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული ფორმით ასოციაციის მიერ შედგენილია სია, სადაც ასახულია ასოციაციის წევრთა სიაში მყოფი გადამზიდველების შესახებ ინფორმაცია, რომელთაც სურთ მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის მიღება და რომელსაც ხელს აწერს ასოციაციის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი.“. 2. მე-3 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემა და გამოყენება“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტოს დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (შემდგომში – „აქტი“) საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის პროცედურის (მათ შორის, გასაცემი სანებართვო დოკუმენტების რაოდენობის შესახებ) დაწყების და დასრულების თარიღის თაობაზე და ასოციაციებს განუსაზღვრავს ვადას ასოციაციის წევრთა სიის წარმოდგენისათვის. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აქტით განსაზღვრულ ვადაში ასოციაცია ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ასოციაციის წევრთა სია, რომელთა გათვალისწინებით და ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, სააგენტოს დირექტორი განსაზღვრავს ასოციაციებისათვის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის რაოდენობას და განუსაზღვრავს მათ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სიის წარმოდგენისათვის.“; გ) 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „42. ასოციაცია უფლებამოსილია სააგენტოს დირექტორის მიერ განსაზღვრული პროცესის დასრულების საბოლოო თარიღამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, დააკორექტიროს სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სია კვირაში ერთხელ. ამასთან, კორექტირებულ სიაში ნებართვის მიღებისთვის გათვალისწინებულ თარიღად არ შეიძლება განისაზღვროს კორექტირებული სიების წარმოდგენის თარიღი და მომდევნო სამუშაო დღე.“; დ) 43 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 პუნქტი: „44. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ასოციაციას ეზღუდება მიმდინარე განაწილების პროცესში მონაწილეობის მიღება, რა შემთხვევაშიც სააგენტო ნებართვების განაწილებას უზრუნველყოფს ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროპორციითა და წინამდებარე წესის პირობებით იმ ასოციაციებზე, რომელთაც დათქმულ ვადაში წარმოადგინეს სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სია.“; ე) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გადამზიდველი ფიქსირდება 1-ზე მეტ ასოციაციის წევრთა სიაში.“; ვ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. გადამზიდველმა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი უნდა გამოიყენოს მისი მიღებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში და გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინოს შესაბამის ასოციაციას.“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-6 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო უფლებამოსილია საჭიროებისას, ჩატარებული მოკვლევის შედეგების საფუძველზე, შემდგომი ერთი წლის განმავლობაში არ გასცეს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი იმ გადამზიდველზე, რომელმაც მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი არ გამოიყენა მისი მიღებიდან 90 კალენდარულ დღის განმალობაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა ჩატარებული მოკვლევის შედეგების საფუძველზე არ გავრცელდება იმ გადამზიდველზე, რომელმაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხა შესაბამის პერიოდში მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გამოყენება და აღნიშნული დადასტურებულია სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათით.“; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გადამზიდველი არ არის წარმოდგენილი ასოციაციის წევრთა სიაში და სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სიაში;“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა მოქმედებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 6 თვის განმავლობაში.“; დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე ამ წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმერ დროს მოითხოვოს ასოციაციისგან ყველა საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება, რაზეც ასოციაციას განუსაზღვრავს არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს. ამასთან, თუ ასოციაცია განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას ან უარს განაცხადებს ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოწოდებაზე, სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია 12 თვის განმავლობაში, შეუზღუდოს ამ ასოციაციას მონაწილეობა მიიღოს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის განაწილების პროცესში.“. 5. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 21 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.
მუხლი 3 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
განმარტებები: 1. დანართის 1-ელი და მე-2 ველები ივსება დასახელების შესაბამისად. 2. დანართის მესამე ველში იწერება გადამზიდველის საკუთრებაში ან/და ლიზინგის ვალდებულებით სამართლებრივი ფორმით მფლობელობაში არსებული (№2 ან/და №3 კატეგორიის) ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) – თითო გადამზიდველზე მხოლოდ ერთი ცალი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები