„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.017561
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
32
16/04/2025
ვებგვერდი, 17/04/2025
010240030.22.034.017561
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/04/2025 - 29/04/2025)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №32

2025 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 15/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.034.016687) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) სატელეფონო ნომრით – 1504, ასევე, ონლაინკომუნიკაციის საშუალებებით სამინისტროს სისტემის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საინფორმაციო მომსახურების გაწევა.“.

2. მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) სატელეფონო და ონლაინკომუნიკაციის საშუალებებით ახორციელებს სამინისტროს სისტემის უფლებამოსილებებთან და კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო მომსახურებას;“.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) მოქალაქეთა საინფორმაციო სამსახური.“.

4. 121 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 122 მუხლი:

მუხლი 122

1. მოქალაქეთა საინფორმაციო სამსახური:

ა) ახორციელებს სამინისტროს სისტემის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით  სატელეფონო ნომრის – 1504, ასევე, ონლაინკომუნიკაციის საშუალებებით კვალიფიციური, მარტივად გასაგებ საინფორმაციო მომსახურებას, სატელეფონო მომსახურების დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;

ბ) ახორციელებს სამინისტროს სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებით სატელეფონო და ონლაინკომუნიკაციის საშუალებებით შემოსული საკითხების, აგრეთვე, შესრულებული სამუშაოს სტატისტიკური მონაცემების ანალიზს და სამინისტროს სისტემის შესაბამისი დანაყოფებისთვის მიწოდებას. დამუშავებული მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენას;

გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასევე, ადმინისტრაციის უფროსის ან/და უფროსის მოადგილის სხვა დავალებებს.

2. სატელეფონო, ასევე, ონლაინკომუნიკაციის საშუალებებით მომსახურების მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეების განმავლობაში – 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე, შაბათს09:00 საათიდან 14:00 საათამდე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური