წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/04/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016758
12
25/04/2025
ვებგვერდი, 28/04/2025
010250020.35.122.016758
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2025 წლის 25 აპრილი

ქ. წყალტუბო

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეიქმნას 17 (ჩვიდმეტი) ადმინისტრაციული ერთეული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 27 დეკემბრის №39 დადგენილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, 12/01/07, სარეგისტრაციო კოდი: 010.340.000.35.122.004.162).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი



დანართი

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები

 

  №

 ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება

ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი დასახლებები

1

ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქი წყალტუბო

2

გეგუთის ადმინისტრაციული ერთეული

სოფელი გეგუთი

3

გვიშტიბის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: გვიშტიბი, თერნალი, გუბისწყალი, პირველი წყალტუბო

4

გუმბრის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები:  გუმბრა, ბანოჯა, ხომული

5

დღნორისის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: დღნორისა, საჩხეური, ლეხინდრისთავი, ჭაშლეთი

6

მაღლაკის ადმინისტრაციული ერთეული 

სოფლები: მაღლაკი, მიწაწითელი

7

მექვენის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: მექვენა, ვანისჭალა, დერჩი, ბენთქოულა, ქვედა ონჭეიში, ზედა ონჭეიში

8

მუხიანის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: მუხიანი, ქვედა მესხეთი, უკანეთი

9

ოფურჩხეთის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: ოფურჩხეთი, ჯიმასტარო, გუმათი, ჟონეთი, ნამოხვანი

10

ოფშკვითის ადმინისტრაციული ერთეული

სოფელი ოფშკვითი

11

პატრიკეთის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები:  პატრიკეთი, ტყაჩირი

12

რიონის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: რიონი, ზარათი, მეჩხერი, კუდოთი, სორმონი, ჭოლევი, ნოღა

13

საყულიის ადმინისტრაციული ერთეული

სოფელი საყულია

14

ფარცხანაყანევის ადმინისტრაციული ერთეული

სოფელი ფარცხანაყანევი

15

ქვიტირის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები:  ქვიტირი, ზედა მესხეთი

16

ცხუნკურის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: ცხუნკური, ყუმისთავი, გაღმა ჩუნეში, ბესიაური

17

წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: წყალტუბო, ქვილიშორი, ჩუნეში