დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.026.017351 |
64
05/05/2025
ვებგვერდი, 06/05/2025
010240030.22.026.017351
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №40 ბრძანებით (ვებგვერდი, 26/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.026.017324) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებისა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცების მიზნით შეიმუშავებს შიდამეთოდურ მითითებებსა და რეკომენდაციებს. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების მიზნით საფინანსო დეპარტამენტის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულისათვის;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 12 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები