დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 01/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016743 |
|
„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილების (ვებგვერდი, 04/09/2023, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016641), პირველი პუნქტით დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“:
ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიმწოდებელი ვალდებულია იქონიოს, სულ მცირე ერთი მომსახურების ცენტრი ყველა იმ რეგიონში/მხარეში, სადაც ახორციელებს პროფილურ მომხმარებელთათვის წყლის მიწოდებას, მომხმარებლების განთავსებისა და მათი მიმართვიანობის შესაბამისად.“. ბ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) საირიგაციო სისტემის გაჩერების პერიოდის შესახებ – მიმწოდებლის მიერ, შესაბამის საირიგაციო სისტემის მონაკვეთზე არსებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საირიგაციო სისტემისთვის გაჩერების პერიოდის განსაზღვრისთანავე.“. გ) მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი: „მუხლი 111. საირიგაციო სისტემის გაჩერების პერიოდი და მომხმარებელთა ინფორმირება 1. მიმწოდებელი ვალდებულია, საირიგაციო სისტემის ექსპლუატაცია საინჟინრო და საპროექტო მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოს და საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმში მიუთითოს სისტემის გაჩერების შესაბამისი პერიოდი (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი საირიგაციო სისტემის, დროის პერიოდისა და მონაკვეთის მითითებით. 2. საირიგაციო სისტემის გაჩერების პერიოდი წარმოადგენს დროის იმ მონაკვეთს როცა საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდება შეწყვეტილია, ხოლო მიმწოდებელი ახორციელებს იმ ტექნიკურ სამუშაოებს, რომლებიც აუცილებელია სისტემის შემადგენელი საშუალებების სწორი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად და აღნიშნული სამუშაოების შესრულება განსაზღვრულია შესაბამისი საშუალების საინჟინრო და საპროექტო დოკუმენტაციაში. საირიგაციო სისტემის გაჩერების პერიოდში ჩერდება მომხმარებლების ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყლის მიწოდების პირობა. 3. წესების მიზნებიდან გამომდინარე, საირიგაციო სისტემის გაჩერების პერიოდი არ განიხილება როგორც გეგმური ან არაგეგმური წყვეტა და წარმოადგენს ცალკე წინასწარ განსაზღვრულ საოპერაციო პერიოდს, რა პერიოდშიც საირიგაციო სისტემის სწორი ექსპლუატაციისა და მისი მოვლა-შენახვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, საირიგაციო სისტემის მთლიან ან კონკრეტულ მონაკვეთზე მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურებას. 4. მიმწოდებელი ვალდებულია, საირიგაციო სისტემის გაჩერების წინასწარ გამოცხადებული პერიოდის დაწყების შესახებ, არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს, შესაბამის არეალში არსებულ ყველა მომხმარებელს. მიმწოდებელმა, მომხმარებელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით, უნდა აცნობოს საირიგაციო სისტემის გაჩერების პერიოდის დასრულების შესახებ. 5. საირიგაციო სისტემის გაჩერების პერიოდში, განსახორციელებელი ღონისძიებების ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით, მიმწოდებელს უფლება აქვს განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, კომისიის წინასწარ წერილობითი ინფორმირების შემდეგ, უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საირიგაციო წყლის შეზღუდული მიწოდება. აღნიშნულმა არ უნდა შეაფერხოს საირიგაციო სისტემაში შესასრულებელი ღონისძიებები. 6. მიმწოდებელი პასუხისმგებელია, საირიგაციო სისტემის გაჩერებისთვის წინასწარ განსაზღვრულ და საჯაროდ გამოცხადებულ პერიოდში შესაბამისი სამუშაოების დროულად შესრულებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური გარემოებების არსებობისას, შეუძლებელია სამუშაოს შესრულება ან მასზე განსაზღვრული პერიოდის დაცვა, მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ წერილობით აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ (შეტყობინება უნდა შეიცავდეს საირიგაციო სისტემის გაჩერებისათვის წინასწარ განსაზღვრული პერიოდის დარღვევის აუცილებლობის შესახებ დასაბუთებას). დ) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი: „ნ1. კომისიას ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, წარუდგინოს ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში წინასწარ განსაზღვრულ და საჯაროდ გამოცხადებულ პერიოდში საირიგაციო სისტემის გაჩერების და ამ პერიოდში დაგეგმილი სამუშაოების შესრულების ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ.“. ე) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) საირიგაციო სისტემის საინჟინრო და საპროექტო დოკუმენტაციით, ასევე ტექნიკური ექსპლუატაციის წესებით (მათ შორის, საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების წესით, ინსტრუქციით, დეფექტური აქტით, განწესით ან ტექნიკური ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობაში მყოფი სხვა დოკუმენტით) გათვალისწინებული შესასრულებელი ღონისძიებების, ასევე სისტემის გაჩერების პერიოდების შესახებ ინფორმაცია.“. ვ) 69-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 691 მუხლი: „მუხლი 691. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის მიწოდებული წყლის მოცულობის აღრიცხვის და საბითუმო მიწოდების საფასურის განსაზღვრის გარდამავალი პირობები 1. 2026 წლის 1 იანვრამდე მიმწოდებელი უფლებამოსილია, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის განსაზღვროს სხვადასხვა სახის საბითუმო მიწოდების საფასური, საირიგაციო მიწის ფართობის (ჰა), მოხმარებული წყლის მოცულობის (მ3), სეზონურობის ან/და სხვა სახით. 2. მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით იქნება განსაზღვრული წყლის საბითუმო მიწოდების საფასური, მიმწოდებელი ვალდებულია ყოველთვიურად, შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, შესაბამის თვეში უზრუნველყოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული მოცულობის წყლის მიწოდება და განახორციელოს ამ მოცულობის მიწოდებისა და ათვისების კონტროლი, ხოლო ფაქტობრივად მიწოდებულ წყალზე ინფორმაცია ასახოს ქვითარში. 3. 2026 წლის 1 იანვრამდე, თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ყველა მიწოდების წერტილზე ვერ ხდება მრიცხველების მოწყობა წესების 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, რადგანაც ამ ვალდებულების შესრულება აღემატება მიმწოდებლის ტექნიკურ შესაძლებლობას, მიმწოდებლის მიერ აღნიშნული უნდა გაცხადდეს საჯაროდ და გამოქვეყნდეს გეგმა-გრაფიკი მიმდინარე საირიგაციო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, რაც აჩერებს წესების 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ, საირიგაციო პერიოდში მიწოდების წერტილის ერთი თვის ვადაში მოწყობის ვალდებულებას, მომდევნო წლის ახალი საირიგაციო პერიოდში წყლის მიწოდების დაწყების თარიღამდე. ასეთ შემთხვევაში: ა) მიმწოდებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის მოცულობის კონტროლი უნდა განხორციელდეს მაგისტრალურ არხში გატარებული წყლის მოცულობის აღრიცხვით (წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიწოდების წერტილების პირველ და ბოლო მიწოდების წერტილებს შორის არსებულ მონაკვეთზე საკონტროლო აღრიცხვის კვანძის მოწყობით). სადაც, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის, შესაბამის საანგარიშო პერიოდში, ხელშეკრულებით განსაზღვრული წყლის მოცულობა მიიჩნევა მიწოდებულად როდესაც, არხის ამ მონაკვეთში მიღებული წყლის მოცულობა აღემატება ხელშეკრულებით განსაზღვრულ მინიმალურ მოცულობას; ბ) მაგისტრალური არხის კონკრეტულ მონაკვეთზე დასაშვები ტექნიკური დანაკარგი შესაძლოა განისაზღვროს მხარეთა შორის შეთანხმებით. ამასთან, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას არ შეიძლება დაეკისროს მაგისტრალური არხში წყლის მოცულობაზე პასუხისმგებლობა ან დაერიცხოს მაგისტრალურ არხის მონაკვეთში არსებული წყლის დანაკარგის ანაზღაურება, მხარეთა შორის შეთანხმებული დასაშვები ტექნიკური დანაკარგის მონაცემზე დაყრდნობით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები