„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 111
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.017921
111
05/05/2025
ვებგვერდი, 05/05/2025
010320040.22.033.017921
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №111

2025 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში (სსმ III, 23.04.2010 წ., №46, მუხლი 688) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში, საგამოძიებო (მათ შორის, პროკურატურის) ან ოპერატიულ დანაყოფებში, საბაჟო ან საგადასახადო ორგანოებში, ადვოკატად ან მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან სპეციალობით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 3 წლის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

2. მრჩეველი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში, საგამოძიებო (მათ შორის, პროკურატურის) ან ოპერატიულ დანაყოფებში, საბაჟო ან საგადასახადო ორგანოებში, ადვოკატად ან მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება ან სპეციალობით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2 წლის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კაკაურიძე