დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 146 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025036 |
|
„ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2013, 300160070.10.003.017494) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის „სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“:
1. პირველი მუხლის: ა) მე-3 − მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სალოცმანო სამსახური ყალიბდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ან საწარმოს სტრუქტურული ერთეულის სახით. სალოცმანო სამსახურები თავის საქმიანობას ახორციელებენ სანავსადგურე ერთეულ(ებ)თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 4. იურიდიულ პირს არ აქვს უფლება, საქართველოს საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და მის აკვატორიაში განახორციელოს სალოცმანო მომსახურება, თუ მას არ გააჩნია ამ რეგლამენტის შესაბამისად გაცემული და მოქმედი სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი. ამასთან, იურიდიულ პირს არ აქვს უფლება, განახორციელოს სალოცმანო მომსახურება იმ სანავსადგურე ერთეულში, რომელზეც შესაბამისი მითითება არ კეთდება სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში. 5. ფიზიკურ პირს არ აქვს უფლება, საქართველოს საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და მის აკვატორიაში განახორციელოს სალოცმანო მომსახურება, თუ მას არ გააჩნია ამ რეგლამენტის შესაბამისად გაცემული და მოქმედი ლოცმანის სერტიფიკატი. ამასთან, ფიზიკურ პირს არ აქვს უფლება, განახორციელოს სალოცმანო მომსახურება იმ სანავსადგურე ერთეულში, რომელზეც შესაბამისი მითითება არ კეთდება ლოცმანის სერტიფიკატში.“; ბ) მე-9-მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ განახორციელოს შესაბამის სანავსადგურე ერთეულში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და მის აკვატორიაში სალოცმანო მომსახურება იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია ამ სერტიფიკატით. 10. ლოცმანის სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ განახორციელოს შესაბამის სანავსადგურე ერთეულში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და მის აკვატორიაში სალოცმანო მომსახურება იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია ამ სერტიფიკატით.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სალოცმანო სამსახურის სალოცმანო მომსახურების განმახორციელებელი პერსონალის (შემდგომში – ლოცმანი) ამ რეგლამენტის მე-12 მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკატი განმცხადებლის მიერ მითითებული სანავსადგურე ერთეულისთვის;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) იმ კონკრეტული ნავსადგურ(ებ)ისა და სანავსადგურე ერთეულ(ებ)ის აკვატორიის სქემა, რომლის ფარგლებშიც სამსახურმა უნდა განახორციელოს სალოცმანო მომსახურება;“. 3. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სანავსადგურე ერთეულში (სადაც უნდა შეასრულოს ლოცმანის უფლებამოსილება) არანაკლებ 3-თვიანი (სამთვიანი) სალოცმანო სტაჟირების გავლის დამადასტურებელი საბუთი, ამ რეგლამენტის შესაბამისად;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ლოცმანის ზღვრული ასაკია პირის საპენსიო ასაკი.“. 4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება ლოცმანს, სალოცმანო სამსახურსა და შესაბამის სანავსადგურე ერთეულს, რომელშიც უნდა აისახოს ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზ(ებ)ი.“. 5. მე-15 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ლოცმანის სერტიფიკატის მაძიებელი ვალდებულია, გაიაროს სტაჟირება შესაბამის სანავსადგურე ერთეულში მოქმედ სალოცმანო სამსახურში არანაკლებ 3 (სამი) თვის ვადით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად ან 2 (ორი) თვის ვადით და 20 (ოცი) სალოცმანო გაცილებაში მონაწილეობის მიღებით, იმ შემთხვევაში, თუ გააჩნია სხვა ნავსადგურში ლოცმანად მუშაობის 24-თვიანი (ოცდაოთხთვიანი) გამოცდილება და ჩატარებული აქვს, სულ მცირე, 20 (ოცი) სალოცმანო გაცილება. ლოცმან-სტაჟიორების განაწილებას შესაბამის სანავსადგურე ერთეულში მოქმედ სალოცმანო სამსახურში უზრუნველყოფს სააგენტო.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ლოცმან-სტაჟიორის მიერ სტაჟირების (სალოცმანო გაცილების) პროცესი უნდა განხორციელდეს სააგენტოს ზედამხედველობით.“; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმ პირს, რომელსაც არ გააჩნია ლოცმანად მუშაობის 24-თვიანი (ოცდაოთხთვიანი) გამოცდილება, ლოცმან-სტაჟიორის სტაჟირების პროცესში სალოცმანო გაცილებაში მონაწილეობის რაოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: სავალდებულოა მინიმუმ 20 (ოცი) სალოცმანო გაცილებაში მონაწილეობის მიღება და ნავსადგურის შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის ნავმისადგომების რაოდენობის ორმაგი ოდენობა.“. 6. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პირის მიერ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების თაობაზე სააგენტოს წარმომადგენელი წერს შესაბამის დასკვნას, სადაც უნდა აისახოს გემის კაპიტნის, ნავსადგურის კაპიტნისა და სახელმწიფო ლოცმანის მოსაზრებები, ხოლო სახელმწიფო ლოცმანის არარსებობის შემთხვევაში − სააგენტოს წარმომადგენლის მოსაზრებები. პრაქტიკული გამოცდა ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე ნავმისადგომთან სალოცმანო გაცილებების შედეგები დამაკმაყოფილებელია.“. 7. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სანავსადგურე ერთეულის დასახელება, სადაც ლოცმანი უზრუნველყოფს გემის სალოცმანო გაცილებას;“. 8. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები: „ნ) ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, დაიწყოს პირის სტაჟირება და უზრუნველყოს ლოცმან-სტაჟიორი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; ო) ვალდებულია, სალოცმანო გაცილების დროს აიყვანოს გემზე სტაჟიორი და გაატაროს სტაჟირება უსასყიდლოდ.“. 9. 202 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ შემთხვევაში, როდესაც სალოცმანო სამსახურის და/ან სანავსადგურე ერთეულის ბრალით ან მათ შორის ხელშეკრულების არარსებობის ან ამ რეგლამენტის 201 მუხლით გათვალისწინებული სალოცმანო კატარღის არქონის ან ტექნიკური გაუმართაობის გამო შეუძლებელია სავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონში სალოცმანო მომსახურების განხორციელება, ასევე ამ რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას და მე-20 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას, სააგენტო უფლებამოსილია, დანიშნოს შესაბამისად კომპეტენტური პირი ან/და სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ლოცმანი, სავალდებულო სალოცმანო მომსახურების უზრუნველსაყოფად, რომლის ანაზღაურების წესიც განისაზღვრება სააგენტოს მიერ.“. 10. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები: „მ) ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, დაიწყოს პირის სტაჟირება და უზრუნველყოს ლოცმან-სტაჟიორი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; ნ) ვალდებულია, სალოცმანო გაცილების დროს აიყვანოს გემზე სტაჟიორი და გაატაროს სტაჟირება უსასყიდლოდ.“. 11. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) ზედამხედველობას უწევს ლოცმან-სტაჟიორის სტაჟირების განხორციელების პროცესს.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები