დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №333 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 145 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025035 |
|
„მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №333 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №333 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/09/2023, 300160070.10.003.024166) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის“:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე პირებზე (შემდგომში − სერტიფიცირებული პირი), რომლებიც ემსახურებიან თბურ ტუმბოებს, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან/და ახდენენ მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ეს წესი არ ვრცელდება მობილური სამაცივრო/ჰაერის კონდიცირების მოწყობილობის მფლობელ პირზე.“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნებართვის მფლობელი პირი, რომელიც ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტს ან ექსპორტს, ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში ვებპორტალზე (https://emoe.gov.ge) განახორციელოს „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ინფორმაციის ასახვა, სათანადო დოკუმენტების ატვირთვა და წარდგენა.“. 3. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ელექტრონულ ჟურნალში ასახული მონაცემების ცვლილების/დაზუსტების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი მონაცემების რედაქტირება.“; ბ) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შესაბამის ელექტრონულ ჟურნალში ასახოს მონაცემები მოწყობილობისთვის გაწეული თითოეული იმ მომსახურების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მაცივარაგენტის ჟონვის, ამოღების და/ან დამატების ფაქტთან, ასევე ჟონვის მონიტორინგის (გეგმური შემოწმების) შედეგები; ბ) ასახოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებისა და 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობებისათვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მოწყობილობების ტიპი და რაოდენობა, რომლებსაც დღის განმავლობაში გაეწია მომსახურება, მონაცემები მაცივარაგენტის დამატებისა და ამოღების ოპერაციების შესახებ − მაცივარაგენტის დამატების/ამოღების თარიღი, დამატებული/ამოღებული მაცივარაგენტის დასახელება და რაოდენობა.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მონაცემები თითოეული შეძენილი, გახარჯული, შეგროვებული, რეციკლირებული, ჩაბარებული, გასხვისებული და მარაგის სახით დარჩენილი მაცივარაგენტის რაოდენობის თაობაზე ელექტრონულ ჟურნალში შეიტანება კილოგრამებში, მძიმის შემდეგ მეათასედი ნიშნის სიზუსტით.“. 4. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტრონულ ჟურნალში მონაცემთა ასახვა ხორციელდება სერტიფიცირებული პირის მიერ მოწყობილობის მომსახურების გაწევიდან იმავე დღის 24 საათამდე, ხოლო მაცივარაგენტის მიწოდების შემთხვევაში − დაუყოვნებლივ.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტრონული ჟურნალის მწარმოებელი პირის მიერ ელექტრონულ ჟურნალში დაშვებული შეცდომის გამოვლენის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია, მონაცემების გენერირებიდან 12 საათის განმავლობაში მიმართოს სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ცხელ ხაზზე (153) სატელეფონო შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის − help@des.gov.ge მეშვეობით და მოითხოვოს დაშვებული შეცდომის გასწორება. მიმართვა უნდა მოიცავდეს ობიექტის დასახელებას, საიდენტიფიკაციო მონაცემებს, შეცდომის არსსა და სწორ მონაცემს. აღნიშნულ შემთხვევაში ელექტრონულ ჟურნალში დაშვებული შეცდომის გასწორებას უზრუნველყოფს სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები