„საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის, ჩანაწერით ფლობის, აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის და საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის პროცედურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №20/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 122/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 21/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 300050000.18.011.016929
122/04
21/05/2025
ვებგვერდი, 22/05/2025
300050000.18.011.016929
„საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის, ჩანაწერით ფლობის, აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის და საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის პროცედურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №20/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №122/04

2025 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის, ჩანაწერით ფლობის, აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის და საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის პროცედურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №20/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის, ჩანაწერით ფლობის, აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის და საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის პროცედურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №20/01 ბრძანებით (სსმ, №22, 25/02/2010) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ სატენდერო შემთავაზებელს ანგარიშვალდებული საწარმოს რომელიმე კლასის საჯარო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა სურს იმ რაოდენობით, რომლის შედეგადაც მის საკუთრებაში აღმოჩნდება ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტი, მან სატენდერო შეთავაზების განცხადების ეროვნულ ბანკში წარდგენამდე, ეროვნულ ბანკს წერილობით უნდა შეატყობინოს ამგვარი სატენდერო შეთავაზების სურვილის შესახებ და შეტყობინებას თან უნდა დაურთოს შეთავაზების განცხადების პროექტი. განცხადება შემთავაზებელმა უნდა გამოაქვეყნოს ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“;

ბ)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სატენდერო შეთავაზების განცხადება უნდა გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ან სხვა ისეთი საშუალების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ასევე, ემიტენტის ვებგვერდის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით, ხოლო საფონდო ბირჟაზე დაშვებული ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში – დამატებით, ასევე, საფონდო ბირჟის ვებგვერდის მეშვეობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა