შპს „ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: შპს „სადა“ B007)

შპს „ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: შპს „სადა“ B007)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „ინდექსი“
მიღების თარიღი 19/05/2025
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2025
სარეგისტრაციო კოდი
0
19/05/2025
ვებგვერდი, 20/05/2025
შპს „ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: შპს „სადა“ B007)
შპს „ინდექსი“
 

 

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2025 წლის 19 მაისი


სპეციალისტი: შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342)

აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. N129ა, სართული 4

ელ ფოსტა: specialist@indexi.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ მოძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

 

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: B007

მესაკუთრე: შპს „სადა“ ს/ნ 419622643 მის.: ტყიბული ს. ორპირი 23-ე ქ. №2

აუქციონის ჩატარების დრო: 27/05/2025 წლის 14:00 სთ_დან 28/05/2025 წლის 11:00 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი:

eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი”

მოძრავი ნივთის საწყისი ფასი: 20 454.72 ლარი

მოძრავი ქონების რეკვიზიტები: TACK, DRAGON26, ფერი: ნარინჯისფერი, სახელმწიფო ნომერი: QQ-853-O; სარეგისტრაციო მოწმობა-DV-4020300; შასის ნომერი - 1806398, გამოშვების წელი: 2018

გარდამავალი უფლება: არა

სხვა უფლება: ფიქსირდება მოვალეთა რეესტრი. შპს სადა (419622643) საქართველო, ტყიბული . ორპირი 23 . N 2 #1848484 06/11/2024 16:22 ?????????????: ირაკლი თეთრაული სუბიექტის დამატება მოვალეთა რეესტრში A24285715-005 06/11/2024 16:22 სააღსრულებო საქმე: A24285715 (11/10/2024 16:37);

შენიშვნა: 2025 წლის 13 მაისის განცხადების მიხედვით N32551 აღმასრულებელი თამთა ხურცილავა ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 2025 წლის 8 მაისს განხორციელდა მიმართვა (32231), მოვალეთა რეესტრის გაუვრცელებლობაზე, შესაბამისად, გადაფორმების მომენტში მოძრავ ქონებას TACK, DRAGON26, სახელმწიფო ნომერი: QQ-853-O; მოვალეთა რეესტრი არ გადაყვება.

ფიქსირდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა მესაკუთრე/მოსარგებლე შპს შპს სადა / 419622643 განცხადების #/თარიღი 102025132167 :: 19 მარ 2025 11:42 საგანიმთელი ქონება გადაწყვეტილების # თარიღი 102025132167/3 :: 19 მარ 2025 11:42 საფუძველი: შეტყობინება N026351 19.03.2025, შემოსავლების სამსახური;

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და მოძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით : 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge_ ს ვებ გვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე 3. eAuction.ge_ ს ვებ - გვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.

გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, მოძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100, 500 და 1000 ლარიანი ბიჯის ოდენობით.

1 ბიჯის ოდენობა 100 000 ლარამდე ქონების შემთხვევაში განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. 100 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, ხოლო 500 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით.

შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1 (ერთი) კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს “ინდექსი” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები მოძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე