დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 17 თებერვლის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.017357 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 17 თებერვლის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 17 თებერვლის №8 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/02/2025; სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.017292) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საგამოძიებო მთავარი სამმართველო საგამოძიებო მთავარი სამმართველო: ა) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს; ბ) ოპერატიულ მთავარ სამმართველოსთან კოორდინაციით, ახორციელებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის მიზნით შესაბამისი, კანონმდებლობით განსაზღვრული ზომების გატარებას კომპეტენციის ფარგლებში; გ) ახორციელებს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა თემატურ შესწავლას, დამუშავებას და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას; დ) გენერალური ინსპექციის ოპერატიულ მთავარ სამმართველოსთან კოორდინაციით, ახორციელებს ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და შეჯამებას, შემდგომში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების, აღკვეთისა და გახსნის ღონისძიებების მომზადების და განხორციელების მიზნით; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალური ინსპექციის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, შეისწავლის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობას დანაშაულის შესაძლო ნიშნების გამოვლენის ან/და დანაშაულის პრევენციის მიზნით; ვ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.". |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები