„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 55-46
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.017331
55-46
20/05/2025
ვებგვერდი, 21/05/2025
010260050.35.101.017331
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №55-46

2025 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-6 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების  თარიღი: 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016459) შეტანილ იქნეს  ცვლილება და  პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების“:

ა) მე-2 მუხლის:

ა. ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თბილისის მერიის, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თბილისის მთავრობის დავალებით, თბილისის რაიონის გამგეობების წარმომადგენლობა სასამართლოში;“;

ა. ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თბილისის მერიის, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა (კომპეტენციის ფარგლებში) და თბილისის მთავრობის დავალებით, თბილისის რაიონის გამგეობების  წარმომადგენლობა სასამართლოში;“;

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურის უფროსის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე თბილისის მერიისა და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის,  აგრეთვე, თბილისის მთავრობის დავალების შემთხვევაში, თბილისის რაიონის გამგეობების წარმომადგენლობა სასამართლოში;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე