„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 20/05/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016419
15
20/05/2025
ვებგვერდი, 22/05/2025
040030000.32.057.016419
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება  №15

2025 წლის 20 მაისი

ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად,

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №12 დადგენილებასა (სსმ, ვებგვერდი, 08/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016278) და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ.“;

ბ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის მუზეუმი (შემდგომში – მუზეუმი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.“;

გ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუზეუმს ხელმძღვანელობს და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“;

დ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მოადგილეები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ ახალი ხელმძღვანელი პირის დანიშვნამდე. მინისტრი უფლებამოსილია, ამ ვადაში, საკუთარი ინიციატივით თანამდებობიდან გაათავისუფლოს მოადგილე/მოადგილეები.“;

ე) დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. მუზეუმი აერთიანებს ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის, აჭარის ხელოვნების მუზეუმის, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის (მათ შორის, რელიგიის მუზეუმის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმის, მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმის), ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმისა და სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმის საცავებს. მუზეუმის საცავებში (დეპოზიტარიუმებში) დაცული სამუზეუმო ექსპონატებით სარგებლობის წესი განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესულხან თამაზაშვილი