დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დავით გურამიშვილის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ახალდაბის ქუჩის მონაკვეთისთვის და ახალდაბის ჩიხისთვის დრამატურგისა და მსახიობის ავქსენტი ცაგარელის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 228 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016989 |
|
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დავით გურამიშვილის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ახალდაბის ქუჩის მონაკვეთისთვის და ახალდაბის ჩიხისთვის დრამატურგისა და მსახიობის ავქსენტი ცაგარელის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ნაძალადევის რაიონში დავით გურამიშვილის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს დრამატურგისა და მსახიობის ავქსენტი ცაგარელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ნაძალადევის რაიონში, ახალდაბის ქუჩის მონაკვეთს, ახალდაბის ჩიხს და მასთან არსებულ უსახელო მონაკვეთს მიენიჭოს ავქსენტი ცაგარელის I გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 4. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები