ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ლეო კვაჭაძის II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ლეო კვაჭაძის II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 233
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016996
233
20/05/2025
ვებგვერდი, 23/05/2025
000000000.00.101.016996
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ლეო კვაჭაძის II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №233

2025 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ლეო კვაჭაძის II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ვაკის რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს მიენიჭოს ლეო კვაჭაძის II გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                          გიორგი ტყემალაძე