„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის N48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის N48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016528
8
23/05/2025
ვებგვერდი, 27/05/2025
010250050.35.121.016528
„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის N48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2025 წლის 23 მაისი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის №48 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 16.01.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016276) დანართში „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობების წარდგენა;“.

2. დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის, დროშის და სხვა სიმბოლოების) დადგენა;“.

3. დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების, მათ შორის პირველი მოადგილის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება;“.

4. დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საკრებულოს კომისიის შექმნა, კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება; კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;“.

5. დანართის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა, მისი დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;“.

6. დანართის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, ბავშვთა უფლებების დარღვევის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;“.

7. დანართის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დასახლებაში ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში საკრებულოს ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა;“.      

8. დანართის XVII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვანის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“.

9. დანართის 1461  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 146. საბჭოს სტატუსი და შემადგენლობა

1. ვანის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს ვანის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე მათი უფლებების დარღვევის გამოვლენისა და აღმოფხვრის, ასევე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად.

2. საბჭოს საქმიანობის წესი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ რეგლამენტით და საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.

3. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები და 21-ზე მეტი. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისაგან.

4. საბჭოს თავმჯდომარეობს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან, მისი დავალებით, საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

5. აბჭოს შემადგენლობაში შედიან საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, საკრებულოს ფრაქციებისა და აპარატის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.

6. საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

7. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს, საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

10. დანართის 1462  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1462. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი

1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

ბ) ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის აღმოფხვრის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

გ) ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

დ) ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ე) ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

თ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა;

ი) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის წარდგენა.

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ვანის მუნიციპალიტეტი;

ბ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო   ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.“.

11. დანართის 1463  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1463. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და საბჭოს მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი